კონფერენს ლიგას გამოეთიშა „დინამო თბილისი“, რომელმაც მონტენეგროს „მორნარის“ ბარიერი ვერ გადალახა
კონფერენს ლიგას გამოეთიშა „დინამო თბილისი“, რომელმაც მონტენეგროს „მორნარის“ ბარიერი ვერ გადალახა. დედაქალაქურ გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად 1-2 ჰქონდა წაგებული, თბილისში კი, მატჩი 1-1 დასრულდა. პირველ ნახევარში დინამოს ნიკოლოზ უგრეხელიძე გაუძევეს. ერთადერთი გოლი კი საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდიდან 33-ე წუთზე ვახტანგ სალიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "მორნარი" ევროტურნირებზე პირველად გამოდის. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს. „ტორპედო“ კვიპროსულ „ომონიას“ შეხვდება, „დინამო ბათუმი“ მონტენეგროს „დეჩიჩს“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „იბერიას“ მეტოქე ალბანური „პარტიზანი“ იქნება.
