შოლცმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ, შოლცმა პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას. ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებენ თუ არა ამ მიდგომას ნატოს სხვა ქვეყნები, ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა: „ვხედავ ისეთ კონსენსუსს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ნაბიჯების განხილვა შეუძლებელია’’.
