ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი, სერიოზულად უნდა განიხილოს - ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი წერს. გამოცემის ცნობით, ტრამპთან დებატების შემდეგ, ობამა ბაიდენს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიდენის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება, თავად ბაიდენის მისაღებია.
