კვების ფესტივალი ლონდონში
ლონდონში, “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” მოგზაურთა კვების ფესტივალის გამართვამდე 2 დღით ადრე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და მოსამზადებელ სამუშოს გაეცნო. 20-21 ივნისს საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. შოუ ქიჩენ მოეწყობა. ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მონაწილეებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ.
