ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიღებულ დეკლარაციას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენ ჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება, სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოების გამძლეობის გასაძლიერებლად, საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიღებულ დეკლარაციას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
