ოპოზიციის აქტივისტი ანანია გაჩეჩილაძე დეპუტატ დაჩი ბერაიას თავს დაესხა
ოპოზიციის აქტივისტი ანანია გაჩეჩილაძე დეპუტატ დაჩი ბერაიას თავს დაესხა. გაჩეჩილაძე მხოლოდ რამდენიმე წამიან, მისთვის სასარგებლო ვიდეოს ავრცელებს, სავარაუდოდ, დამონტაჟებულს. კადრებში ოპოზიციის აქტივისტი სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფასაც აყენებს. "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ფაქტები არაერთხელ შეფასდა ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებად. ცნობისათვის, ანანია გაჩეჩილაძემ თავი საზოგადოებას პრეზერვატივებზე ქართველი მეფეებისა და წმინდანების გამოსახვით დაამახსოვრა.
