“როიტერის” ცნობით, გერმანია 2025 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას ორჯერ შეუმცირებს
“როიტერის” ცნობით, გერმანია 2025 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას ორჯერ შეუმცირებს. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის თავდაცვის ახალ ბიუჯეტში უკრაინისთვის, 8 მილიარდი ევროს ნაცვლად, მხოლოდ 4 მილიარდის გამოყოფაა დაგეგმილი. სამაგიეროდ, გაზრდილია ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო თანხა. გერმანია, შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინის უდიდესი სამხედრო დონორია.
