უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე დატოვეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე დატოვეს. არმიის ნაწილების უკან დახევის მიზეზად სამხედრო ხელმძღვანელობა პირადი შემადგენლობის გადარჩენას და სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებას ასახელებს. უკრაინული მედია ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტმა ინტენსიური ცეცხლის შედეგად მთლიანად გაანადგურა დასახლება და უკრაინელთა პოზიციები. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ სამხედროებმა სხვა, უფრო უსაფრთხო პოზიციებზე გადაინაცვლეს.
