თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკაკი ჩხენკელი -150-ს“ მასპინძლობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკაკი ჩხენკელი -150-ს“ მასპინძლობს. ღონისძიებაზე მოხსენებებით გამოვლენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერები, რომლებიც აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპებს მიმოიხილავენ. კონფერენციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია არქივიდან ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და თვალსაჩინოება, რომელიც აკაკი ჩხენკელის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.