წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პოლიტიკური რიტორიკა შეიცვალა
წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პოლიტიკური რიტორიკა შეიცვალა. პარტია "ახლის" ლიდერი საქართველო - რუსეთის სავაჭრო ურთიერთობას განსხვავებულად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობით მიღებული სარგებელი ქართველი ხალხის დაკვეთაა, ქვეყნის განვითარებისთვის კი აუცილებელი. თუმცა უახლოეს წარსულში ის ერთ-ერთი იყო, ვინც ქართული ოცნების ამ პოლიტიკას აკრიტიკებდა, ხშირად შეურაცხმყოფელი სიტყვებით.
