გენერალური პროკურორის რანგში გიორგი გაბიტაშვილმა კონკრეტულ საქმეებზე გააკეთა კომენტარი
გენერალური პროკურორის რანგში გიორგი გაბიტაშვილმა კონკრეტულ საქმეებზე გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული ერთი პირი, ამჟამად კი მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. გაბიტაშვილის განმარტებით, დაკავებულია უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური, შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.
