მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული საქართველოს პროგრესისა და მნიშვნელოვანი შედეგისა, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის
მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული საქართველოს პროგრესისა და მნიშვნელოვანი შედეგისა, რომელიც ქვეყანას ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით აქვს, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის ანგარიში ზუსტად აფასებს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. უმრავლესობაში ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში წინა ხელისუფლების პირობებში არსებული საგანგაშო ვითარების აღწერაზე.
