დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა წელსვე დაიწყოს
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა წელსვე დაიწყოს. განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბრისას. პიტერ სიიარტოს განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ომის დიპლომატიური გზით მოგვარების კუთხით გარდამტეხი იქნება.
