ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროპისთვის ამ კრიზისულ და პოლარიზებულ ვითარებაში ძლიერი ლიდერი იქნება
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროპისთვის ამ კრიზისულ და პოლარიზებულ ვითარებაში ძლიერი ლიდერი იქნება. მან ევროპარლამენტს საკუთარი ხუთწლიანი გეგმა გააცნო. მისი სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა იყო. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი თავისი სასტიკი ომით ცდილობს ევროპის პოზიცია შეარბილოს, რაც, მისი თქმით, დაუშვებელია.
