ჯანდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. მიხეილ სარჯველაძემ სომხეთის დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
