საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებები პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ცვლილებები პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს. მანამდე კი პროექტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა იმსჯელა. ცვლილებების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს და მიანიჭოს მოტოციკლებს და მოპედებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება.
