ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საუბარია საქართველოს ბიზნეს გარემოზე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საუბარია საქართველოს ბიზნეს გარემოზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ კარგი პირობებია და რეგიონში სხვა სახელმწიფოებთან შედარებით საქართველოში ხელსაყრელი ვითარებაა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია 2012 წლამდე ქონების გადაცემის შემთხვევებზე, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და იძულებით ხდებოდა.
