საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პარიზის ოლიმპიადაზე თავდასხმების მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პარიზის ოლიმპიადაზე თავდასხმების მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ცნობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაკავებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის წევრია, რომელიც ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩასადენად ემზადებოდა.
