დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსასვლელად ემზადება
დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსასვლელად ემზადება. პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელებულმა ტრამპმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. ტრამპის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, "რესპუბლიკელთა" ნაციონალური ყრილობის დელეგატები ყურზე დოლბანდ აფარებულები მივიდნენ. ტრამპის გამოსვლამდე პარტიის დელეგატებს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯეი დი ვენსმა მიმართა.
