ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს თარიღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წელს დაარსდა.
