პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია. შალვა პაპუაშვილი იუნკრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს. სტუმრებმა იუნკერთა შეკითხვებსაც უპასუხეს. პირველმა კანონმდებელმა დაათვალიერა საცხოვრებელი ყაზარმები, დისტანციური სწავლების ცენტრი, ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი, აკადემიის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.
