საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, მოტოციკლს და მოპედს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება მიენიჭება.
