საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია
საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის წარმოების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა - ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანამ მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია 2012 წლამდე ქონების გადაცემის შემთხვევებზე, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და იძულებით ხდებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობები.
