AIR CHINA საქართველოში
ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებით, ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA დაინტერესდა. კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საუბარია ურუმჩი თბილისის მიმართულებაზე. საქართველოს ხელისუფლება ასევე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. AIR CHINA, China Southern Airlines შემდეგ, მეორე ჩინური ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში რეისებს შეასრულებს
