საქართველო ლიდერ პოზიციაზე
საქართველო - ლიდერი ქვეყანა სამოქალაქო თავისუფლების ინდექსით. კვლევას გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია აქვეყნებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 2012 წლის შემდეგ, 11-წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველია. ერთი საინტერესო დეტალი, ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგები, საქართველოს თვალსაჩინო პროგრესს აღიარებს, რადიკალები და მათი გარე მოკავშირეები კი, ჯიუტად ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში დემოკრატია გაუარესდა და ეს მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქართველო ანალოგიურ რეიტინგში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნების სამეულში იყო
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
