კვიპროსიდან დავით კეზერაშვილთან შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე დაბრუნდა
კვიპროსიდან დავით კეზერაშვილთან შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე დაბრუნდა. დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც ქრონიკის ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელია, ამბობს, რომ კეზერაშვილს შეხვდა, თუმცა საუბარი არჩევნებზე არ ყოფილა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე და დავით კირკიტაძეც ესწრებოდნენ. თბილისში გიორგი ვაშაძე მეუღლესთან და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად გუშინ დაბრუნდა. ის გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მიზეზი კი, კადრების გადანაცვლებას უკავშირდება. კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე, კეზერაშვილმა დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია მან აკონტროლოს
