პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს. ძირითადი განსახილველი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები
