საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ლიეტუვის ნაკრები 1-0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებიდან ერთადერთი გოლი, 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ გაიტანა. მან პენალტი ზუსტად შეასრულა. საქართველომ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ცე დივიზიონის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის, 28 გუნდი იბრძოლებს.
