ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 9 დღე რჩება
ძიუდოში ჩვენი ქვეყანა 11 ლიცენზიით წარდგება. ისტორიაში პირველად, პარიზში საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოვა. პირველად გვეყოლება ქალთა შორის სამი წარმომადგენელი. მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, ქართველი სპორტსმენები შეკრებაზე ბორჯომში იმყოფებიან და ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადიან. 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 2 ოლიმპიური, 4 მსოფლიო და 4 ევროპის ჩემპიონი დაიცავს. ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ძიუდოისტები კი გამოსვლას 27 ივლისს დაიწყებენ და 3 აგვისტოს, გუნდური შეჯიბრებით დაასრულებენ.