კოკისპირულმა წვიმამ ტორონტოში წყალდიდობა გამოიწვია
კოკისპირულმა წვიმამ ტორონტოში წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ქუჩები და მეტრო სადგურები. ქალაქის უმეტეს რაიონებში ელექტრო მომარაგება შეწყდა, შეფერხდა საგზაო მოძრაობა, რამაც თავის მხრივ, ავიაგადაზიდვების მოცულობის შემცირება გამოიწვია.
