ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვეს
ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვეს. შესაბამისი წერილით ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს 63 -მა დეპუტატმა მიმართა. „ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი, კერძოდ, პუტინთან ვიზიტი რუსეთში და სი ძინ პინთან - ჩინეთში, რა დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები“. - ნათქვამია ევრო დეპუტატების წერილში. მათ მოთხოვნას რობერტა მეცოლა გამოეხმაურა და საკითხის განხილვის შესახებ განაცხადა.
