მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი
2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები სამ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, აქედან ორ მილიონ მგზავრზე მეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. დადებითი დინამიკაა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.
