რობერტა მეცოლას არჩევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. ირაკლი კობახიძე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც და მას წარმატებას უსურვებს. ევროპარლამენტმა რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩია.
