ოლიმპიელების გაცილება
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
