კენიაში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
კენიაში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. კენიის ქალაქ კიტენგელაში არეულობის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა დედაქალაქ ნაირობიშიც, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტები სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალეს. კენიაში უკვე რამდენიმე კვირაა პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციებზე პოლიციამ რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. არეულობის შედეგად კენიაში, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
