უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო გენერალური პროკურორის ოფისის ორ თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავება
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო გენერალური პროკურორის ოფისის ორ თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავება. ერთ-ერთი პროკურორი სამართალდამცველებმა საკუთარ ოფისში უკვე დააკავეს. გამოძიების თანახმად, უკრაინელმა პროკურორებმა 170 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტეს. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში კორუფციულ გარიგებაში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
