უკრაინამ რუსეთის კურსკის რეგიონს დრონებით შეუტია
უკრაინამ რუსეთის კურსკის რეგიონს დრონებით შეუტია - ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ავრცელებს. ალექსეი სმირნოვის ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად რეგიონში მდებარე ელექტრომოწყობილობების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა საწარმოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
