ევროდეპუტატები უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვენ
ევროდეპუტატები უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვენ. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, შესაბამისი თხოვნით ევროპარლამენტის 63-მა დეპუტატმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას მიმართა. ევროპარლამენტარები უნგრეთის დასჯას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში ვიზიტების გამო ითხოვენ. ამ ვიზიტებს ორბანმა უკრაინის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მისია უწოდა. ევროდეპუტატები წერენ, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოროტად იყენებს.