ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა. მანამდე პაციენტებს მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ. ახალი სქემის მიხედვით, კი ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების მიღების გზა მარტივდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ინიციატივა პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
