საკუთრების უფლების ინდექსით საქართველო ორმოც საუკეთესო ქვეყანას შორისაა
საკუთრების უფლების ინდექსით საქართველო ორმოც საუკეთესო ქვეყანას შორისაა. 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. შეფასებას გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ აქვეყნებს. საკუთრების უფლების ინდექსის თანახმად, საქართველომ შეფასების ასპროცენტიანი სისტემით 88,6% მიიღო და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მსოფლიო რეიტინგში ორმოც საუკეთესოს შორის საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა. 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ჩვენი ქვეყანა ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა. თერთმეტწლიან პერიოდში კი საქართველომ პოზიცია 55 ადგილით გააუმჯობესა. საქართველო უსწრებს ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, მათ შორის ავსტრიას, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, კანადას, საბერძნეთს, თურქეთს. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რომელთაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
