პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა. საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულნი არიან არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები. მხარეებმა განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას საარჩევნო კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის.
