26 ოქტომბრის არჩევნები
26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება დასრულდა, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე და არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. ამ პარტიებმა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მიმართონ.
