დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის ძალა, რომლისთვისაც მშვიდობა მიუღებელია, უკან არაფერზე იხევს და მათ შორის მსოფლიო ლიდერების სიცოცხლის ხელყოფაზეც მიდის. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც, სადაც მმართველი გუნდის ამ პოზიციას არ იზიარებენ.
