პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტრასბურგში იმყოფება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტრასბურგში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი ევროდეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს. არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის ახალი მოწვევა იწყებს მუშაობას. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის, რადგან კომპლექტდება პოლიტიკური ჯგუფები.
