არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევა
„ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევის და მისი შედეგების გასაჯაროების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი გამჭვირვალობის პრობლემაზე აკეთებს აქცენტს. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ მცირე ორგანიზაციებს გამჭვირვალობის კუთხით შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ, თუმცა ეს დიდ არასამთავრობოებს არ ეხება. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მმართველმა გუნდმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა.
