ვინ ვინ არის? - ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა ყველაზე რეიტინგული, საგამოძიებო მუსიკალური მეგაშოუს მორიგი შთამბეჭდავი ეპიზოდი იხილა
სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილმა მონაწილეებმა კვლავ დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზეს. გუშინდელ ეპიზოდში აუტსაიდერები პანდა და სუპერგმირი იყვნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღაბი სუპერგმირმა მოიხსნა და აღმოჩნდა, რომ კოსტიუმი ნინო სურგულაძეს ჰქონდა მორგებული. „ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვაა. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს.
