ვლაქერნობის დღესასწაული
დღეს ვლაქერნობა აღინიშნება. ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე უძღვებოდა, რომელმაც მრევლს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა. ზუგდიდში დღესასწაულს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
