საქართველო ლონდონის გასტროფესტივალზე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ფესტივალზე წარდგება. საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასების სესიები გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში, ღვინის და კერძების დეგუსტაცია მოეწყობა.
