უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. დღეს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო სიების სრულყოფისათვის გაწეული მუშაობის შესახებ, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში მოისმინეს. კომისიის მიზანი, საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.
