ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა
ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა. იოსებ ხახალეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გუნდთან შეთანხმებით საქმიანობას თბილისში გააგრძელებს. მისი თქმით, რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად . ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე მერი დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
